„გოგოებო! იცოდეთ, რომ მე თქვენთვისაც ვიბრძოლებ...“ - სალომე გოგიაშვილი მიმართვას ავრცელებს
1754989267
Samsung-მა AI-თ მხარდაჭერილი, ახალი დასაკეცი სმარტფონები: Galaxy Z Fold7, Z Flip7 და სუპერ კომფორტული, Watch8 სერიის სმარტ საათები 9 ივლისს წარადგინა.
განახლებული მოდელები უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებში.
აღსანიშნავია, რომ Galaxy Z სერიამ უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა მსოფლიო ბაზარზე: წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ დიდ ბრიტანეთში Galaxy Z სერიის დასაკეცი სმარტფონებისთვის ყველა დროის რეკორდს მიაღწია.
Galaxy Z Fold7 - გახსენი ახალი შესაძლებლობები
Galaxy Z Fold7 აერთიანებს Galaxy-ის მიღწევებს და სცდება მის საზღვრებს. გთავაზობს Ultra-დონის გამოცდილებას ყველაზე თხელ, მსუბუქ და მოწინავე Z სერიაში. მისი კორპუსი გასაოცრად თხელია, დაკეცილ მდომარეობაში სულ რაღაც 8.9 მილიმეტრია, რაც 26%-ით ნაკლებია, ვიდერე წინა სერიის Fold-ი.
Z Fold7 მხარდაჭერილია Galaxy AI-ით, რომელიც მორგებულია დასაკეც ფორმატზე, რითაც კიდევ უფრო გამარტივებულია აპლიკაციებს შორის ნავიგაცია დიდ ეკრანზეც.
ეს სმარტფონი გამოირჩევა მაღალი სიმძლავრის, ფართო და იმერსიული ეკრანით, რაც საშუალებას გაძლევს, ითამაშო, უყურო ვიდეოებს და შექმნა საკუთარი კონტენტი - ერთდროულად და შეუფერხებლად.
Gemini Live-ით, კამერისა და ეკრანის გაზიარების შესაძლებლობით, შეგიძლია ესაუბრო Gemini-ს იმის შესახებ, რაც მოცემულ მომენტში შენ გარშემოა, ჰკითხო რჩევა ან თუნდაც დახმარება სთხოვო.
მაგალითად: უბრალოდ გაუზიარე ადგილობრივი კერძის სურათი ახალი ქალაქის დათვალიერებისას, სთხოვე, გირჩიოს რესტორანი, სადაც მისი გასინჯვაა შესაძლებელი და დაელოდე პრაქტიკულ რჩევებს.
გარდა ამისა, Galaxy Z Fold7-ის მოწინავე 200MP კამერა გაძლევს საშუალებას, გადაიღო მაღალი გარჩევადობის კადრები, შექმნა საოცარი კონტენტი და შთამბეჭდავად ასახო დაუვიწყარი მომენტები შენი სმარტფონით.
Galaxy Z Flip7: შენი ცხოვრება - შენი სმარტფონი
Galaxy Z Flip7 აერთიანებს ფლაგმანის სიმძლავრესა და ინტელექტს ერთ უნიკალურ დიზაინში. მისი FlexWindow-ით შეგიძლია მიიღო წვდომა ძირითად ფუნქციებზე ერთი შეხედვითაც კი და დარჩე კავშირზე, მოწყობილობის გახსნის გარეშე.
Now Bar ფუნქცია გაწვდის სასარგებლო ინფორმაციას პირდაპირ Galaxy Z Flip7-ის FlexWindow-ზე, რათა ერთი შეხედვით გააკონტროლო შენი დღის განრიგი. მაგალითად: რომელი მუსიკაა ჩართული, როგორ მიმდინარეობს ვარჯიშის პროგრესი და თუნდაც, სამგზავრო ტაქსის მოსვლის სავარაუდო დრო.
Gemini Live ასევე საშუალებას გაძლევს, კამერის დახმარებით, რეალურ დროში გააზიარო, რასაც ხედავ და ესაუბრო Gemini-ს პირდაპირ FlexWindow-ზე.
FlexCam ფუნქცია აადვილებს სრულყოფილი სელფის გადაღებას. FlexWindow-ს რეჟიმში, ფილტრები რეალურ დროში მყისიერად აუმჯობესებს შენ მიერ გადაღებულ კ ასე რომ, შეგიძლია გადაიღო სელფი და გაუზიარო მეგობრებს დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ზედმეტი რედაქტირების გარეშე.
Galaxy Watch8 სერია: მაღალი კლასის კომფორტი და შენი ჯანმრთელობის კონტროლი
Galaxy Watch8-სა და Galaxy Watch8 Classic მხარდაჭერილია Galaxy AI-იტ და ერთიანებს სმარტ საათების მოწინავე და ინოვაციურ ტექნოლოგიებს
Galaxy Watch8 აღჭურვილია უახლესი სენსორული ტექნოლოგიით, ქმნის ინტუიციურ, AI-ზე დაფუძნებულ, გამოცდილებას და გეხმარება უფრო ჯანსაღ, გამარტივებულ ცხოვრებაში.
საათის ულტრა-თხელი ჩარჩოს დიზაინი და დინამიური სამაგრის სისტემა ბუნებრივად მოქნილია, რაც კომფორტულს ხდის მის ტარებას მთელი დღის განმავლობაში და უზრუნველყოფს სენსორის უფრო ზუსტ კონტაქტს.
Samsung-ის BioActive სენსორის გამოყენებით, საათები გაწვდის დაუყოვნებლივ ინფორმაციას და გიგზავნის სამოტივაციო შეტყობინებებს: ძილის, სტრესის დონის, კვების თუ ფიზიკური აქტივობის მიმართულებით. რაც გეხმარება, შეინარჩუნო მოტივაცია და მისდიო შენს გეგმას.
Galaxy Watch8-ის ერთ-ერთი სიახლეა ანტიოქსიდანტების ინდექსის გაზომვის ფუნქცია, რაც სმარტ საათებში პირველად გვხვდება. ამ ფუნქციის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია სულ რაღაც ხუთ წამში გაზომოს ორგანიზმში კაროტინოიდების დონე. ეს ნივთიერება მცენარეული წარმოშობისაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ახალგაზრდობისა და სიჯანსაღის შენარჩუნებაში.
ამ ფუნქციის დახმარებით, მომხმარებელი შეძლებს გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი ცხოვრების ჯანსაღი წესის სასარგებლოდ.
გამოსცადე Samsung-ის ახალი სმარტფონები და სმარტ საათები - უფრო მარტივი და საინტერესო ყოვლედღიურობისთვის.
Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერიის შეძენა შეგიძლია Samsung-ის ოფიციალურ პარტნიორთა მაღაზიებში საქართველოში.