მარტოხელა მამამ, რომელმაც კიბო დაამარცხა, ლატარიაში მილიონი ფუნტი მოიგო
1754650962
სახალხო არტისტი, თამარ სხირტლაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„ქართული თეატრის უხუცესი შეუერთდა ამ გიორგობა დღეს ზეციურ საქართველოს!!! 93 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა!!!“, - წერს მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ღვთისიაშვილი.
თამარ სხირტლაძემ სცენაზე 70 წელი გაატარა.
მას მოიხსენიებდნენ როგორც "მსახიობს ასაკის გარეშე".
2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი.