საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ რეგიონული სამმართველოების ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - მიხეილ მაღლაკელიძემ საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამსახურის უფროსმა რეგიონული სამმართველოების სამოქმედო ტერიტორიაზე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის, დანაშაულის სტატისტიკისა და მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

მიხეილ მაღლაკელიძემ რეგიონული სამმართველოების ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური  ბაზა დაათვალიერა. ამასთან, თანამშრომელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საჭიროებებს გაეცნო.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სამუშაო შეხვედრაზე, ყურადღება გაამახვილა სამსახურის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები - გაგა კირკიტაძე, ია ახალია, იოსებ ვარძელაშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები.