სად და რამდენი ხნით გაითიშება შუქი – ნახეთ, დეტალურად

ნათურა

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 20 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება, სოფლების: ტაბახმელის, წავკისის, შინდისის და კოჯრის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.