მერაბ სეფაშვილს მეუღლე გარდაეცვალა
1775405567
საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელებისა და გვარების რეიტინგი, წლიდან-წლამდე იცვლება, თუმცა მათი ნაწილი ამ დრომდე მყარად ინარჩუნებს პირველ ადგილს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული გვარი ბერიძეა, მას კი მოსდევს კაპანაძე და გელაშვილი.
რაც შეეხება ყველაზე გავრცელებულ სახელს, ათეულში პირველ პოზიციას გიორგი ინარჩუნებს. მას კი მოსდევს ნინო, მარიამი და დავითი.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ყველაზე გავრცელებულ გვარებსა და სახელებს საქართველოში.
10 ყველაზე გავრცელებული სახელი საქართველოში:
გიორგი - 193 059
ნინო - 115 555
მარიამ - 72 297
დავით - 68 149
ანი - 49 866
მარიამი - 48 750
თამარ - 47 795
მაია - 46 878
ალექსანდრე - 46 859
ლუკა - 46 073
10 ყველაზე გავრცელებული გვარი საქართველოში:
ბერიძე - 30 244
კაპანაძე - 19 261
გელაშვილი - 18 308
მაისურაძე - 15 968
მამედოვი - 15 381
გიორგაძე - 14 195
მამედოვა - 13 720
ბოლქვაძე - 13 239
ლომიძე - 13 105
წიკლაური - 12 888