„როგორ გავუძლოთ ამ ტკივილს...“ - ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და აღსაზრდელის გარდაცვალების შესახებ წერს:

„სიტყვები მორცხვობენ, იმალებიან და იმავე ტკივილს განიცდიან, რაც იწვევს პატარა ანგელოზის არყოფნის სევდა...

სსიპ N4 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პატარა აღსაზრდელის და ამავე სკოლის მასწავლებლის, ემა აბურჯანიას შვილიშვილის - იოანე ხვიტიას გარდაცვალების გამო.

სკოლის თითოეული წევრისთვის დიდი ტკივილია. მისი ნათელი გაბადრული სახე, კეთილშობილი თვალების ციმციმი და ღიმცისკროვანი გამოხედვა მუდამ დარჩება სასკოლო საზოგადოების გულში, მეხსიერებაში... მისი წილი მოფერება, სითბო ბებოზე გადავა, რათა შევუმსუბუქოთ უდიდესი ტკივილი და სიცარიელე:

გისამძიმრებთ, ამ რთულ დროს თქვენთან ვართ, გამძლეობას, მოთმინებასა და შინაგან სიმშვიდეს გისურვებთ! უფალმა მას ფრთები შეასხა და ზეცაში იხმო, რათა ანათოს... ნათელი მის სულს“,- წერია სამძიმრის წერილში.