„რამდენიმე თვის წინ მესამე სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა...“ - ცნობილია, იტალიაში დაღუპული 40 წლის ქალის ვინაობა

თიკო ოთარაშვილი

ბარში, სტადიონთან ახლოს ტრაგიკულად დაღუპული ქალი თიკო ოთარაშვილია. როგორც იტალიური მედია წერს, ის გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.

როგორც „პრაიმტაიმს“ ემიგრანტებმა უამბეს, ახალგაზრდა ქალი რამდენიმე თვის წინ მესამე სართულიდან გადმოვარდა. საბედნიეროდ, მაშინ მისი გადარჩენა შეძლეს.

მედიის ცნობით, მძღოლმა სასწრაფოში თავად დარეკა. მისი მანქანა და მობილური ტელეფონი ტექნიკურად შემოწმდა. ტესტმა ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარებაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.

ქალის ცხედარი ბარის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში გადაასვენეს, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდა.