„გავბედნიერდი...“ - ქეთი ეგიდუნაშვილი გათხოვდა
1747511771
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის - “Informa Connect” პროფესიული სწავლის დეპარტამენტის Informa Connect Academy წარმომადგენელს რობ ლიუელინსუმასპინძლა.
რობ ლიუელინი KIU-ს პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ვორქშოპის თემა გახლდათ „აკადემიური ხედვიდან გლობალურ გავლენამდე: ხვალინდელი უნივერსიტეტის შექმნა“. სამუშაო შეხვედრა მოიცავდა ისეთი საკითხების განხილვას, როგორებიცაა: ინოვაციების და მეწარმეობის ეკოსისტემის ხელშეწყობა; ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების ინტეგრაცია განათლების მიწოდების გასაუმჯობესებლად; გლობალურად კონკურენტუნარიანი, კულტურულად გახსნილი ტალანტების აღზრდა.
აღნიშნული ვორქშოპი KIU-ში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და გლობალურ სტარტაპ პლატფორმას – THE Crossroads შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.
მსგავსი სახის შეხვედრები KIU-ს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების ნაწილია, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ მსოფლიოში აღიარებულ მეცნიერებსა და ტრენერებს, მიიღონ მათგან საჭირო ცოდნა და გამოცდილება.
აღსანიშნავია, რომ Informa Connect Academyახორციელებს უმაღლესი ხარისხის ტრენინგებს, სერტიფიცირებულ პროგრამებს ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ, კარიერული განვითარებისა და ბიზნესის წარმატების ხელშეწყობის მიზნით. კომპანია ოპერირებს 30-ზე მეტ ქვეყანაში და ჰყავს მომხმარებლები 170-ზე მეტი ქვეყნიდან. მისი მთავარი ოფისები და რეგიონული ჰაბები განლაგებულია ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა: ლონდონი, დუბაი, სიდნეი, ნიუ-იორკი და ტოკიო.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი