არის თუ არა ბევრი ხალი სხეულზე მელანომის ნიშანი და რა სიმპტომები ახასიათებს მას
1750786454
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 13 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), პეტრე ქავთარაძის და ჯურხა ნადირაძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:
ილია ჭავწავაძის გაზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარშვილის, გიორგი წერეთლის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ჩაჩავას, ბელიაშვილის და ახმეტელის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), გორის, ვორონინის, ფიფიების, ქურდიანის, მაიაკოვსკის, ცაბაძის, ლუბლიანას, ჭიაურელის, იუნკერ მიხეილ იოსელიანის და ესმა ონიანის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის გამზირის, ავჭალის გზატკეცილის, შუშის, ბაღნარის, რიონის, ანდრონიკაშვილის, ფოცხიშვილის, მიხაკო წერეთლის, კრუპსკაიას, მოძვის და ულიანოვის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), შალვა ჯაფარიძის, გუდამაყრის, გვაზაურის, ბუაჩიძის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.