პლასტმასის მილიარდობით ნანონაწილაკი ჩაის და ყავის ჭიქაში - პლასტმასას ჩაიდანების ფარული საფრთხე

ჩაი და ყავა

ცნობილია, რომ მიკროპლასტმასა ჩვენს სასმელებში ხვდება ბოთლებიდან, ჭიქებიდან, შეფუთვიდან. ახალმა კვლევამ  აჩვენა, რომ პლასტმასით ყოველდღიურად „გვამარაგებს“ პლასტმასის ჩაიდნებიც.

კვლევის შედეგების მიხედვით,  ფინჯანი ჩაი და ყავა შეიძლება  მიკროპლასტმასას მილიარდობით ნაწილაკს შეიცავდეს - დაბინძურების წყარო კი პლასტმასას ელექტრო ჩაიდანებია.

ავსტრალიის ქვინზლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს პოლიპროპილენის 8 ჩაიდანი. აღმოჩნდა, რომ წყლის ადუღებისას, ჩაიდნის შიდა ზედაპირიდან ყოველ მილილიტრ წყალზე თითქმის 12 მილიონი პლასტმასის ნანო ნაწილაკი გამოიყოფა. ეს ნიშნავს დაახლოებით 3 მილიარდ ნაწილაკს საშუალო ზომის ჭიქაში! და ეს კიდევ იქამდე, ვიდრე მასში ჩაის პაკეტს მოათავსებთ, რომელიც თავის მხრივ მიკროპლასტმასას მილიარდობით ნაწილაკს გამოყოფს.

რამდენად სახიფათოა: მეცნიერებმა ჯერ დაზუსტებით არ იციან, მაგრამ მიკროპლასტმასას ყლაპვას ბევრი კვლევა ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებს უკავშირებს , როგორიცაა ნაწლავებისა და ფილტვის პრობლემები, ნეიროდეგენერაციული დაავადებები. პლასტმასას შეიძლება გადაჰქონდეს პათოგენები და ბაქტერიებიც.