„ეხება მომავალს 2028 წლამდე“ - გოგა მანიას მიმართვა
1779133530
ზურა ხაჩიძე ნოე სულაბერიძის გადაცემის „ნოესთან“ სტუმარია.
მომღერალი გადაცემის ეთერში მეუღლის, ხათუნა ჟორდანიას გაცნობისა და მასზე დაქორწინების ისტორიას გვიყვება.
„როგორც ხათუნა ამბობს, შენს ასაკთან შედარებით ბევრი ღირებული თვისება ვიპოვე შენშიო, ის რაც კაცში მიყვარდა და მომწონდაო. გადაწყვეტილებაც არ იყო მარტივი, ვიღაცებს ჰქონიათ, რომ მარტივი იყო თუნდაც ცოლად მოყვანის გადაწყვეტილება.
მე მგონი პირველად ვამბობ ამას, არ იყვნენ თანახმა ჩემი ოჯახის წევრები ჩემზე უფროსი მეუღლე მომეყვანა. მათ შორის არც ჩემი სულიერი მოძღვარი, გარდაცვლილია მეუფე სერაფიმე და არ მირჩევდა ეს ნაბიჯი გადამედგა. მე მიყვარდა და გადავდგი ეგ ნაბიჯი და აგერ უკვე 21 წელია ერთად ვართ“, – ამბობს ზურა ხაჩიძე.