1692302192
პატარა კიტა წულუკიძე დაკრძალეს - „ამ ტრაგედიას მთელი საქართველო გლოვობს“

ტელეწამყვანის და თეატრმცოდნის, ნიკოლოზ წულუკიძის შვილის, 2 წლის კიტას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართა. ტრაგიკულად დაღუპული პატარა უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა გააცილა.
ოჯახის მიმართ თანადგომის გამოსახატად იმყოფებოდნენ როგორც ახლობლები, ისე რიგითი მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლები.
სამძიმარი გამოუცხადა და ოჯახი ანუგეშა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ.
"პრაიმტაიმი" თანაუგრძნობს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.