ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მოადგილესთან, ნათია გოლიაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა

ავთანდილ თალაკვაძე

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მოადგილესთან ნათია გოლიაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

მერმა აღნიშნა, რომ თანამოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაცია და მათ პრობლემებზე რეაგირება მისთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია.

ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.