ამჯერად წინასწარ გაფრთხილებთ... - მეტეოროლოგი მოსალოდნელ ამინდზე
1762631517
გავრცელებული კადრები ბრაკონიერების წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმეში მთავარი მტკიცებულებაა - უკანონოდ მოპოვებული რამდენიმე სახეობის თევზის საერთო რაოდენობა 60 კილოგრამამდეა. მათ შორის არის წითელ წიგნში შეტანილი კალმახი. ასევე ჩანს გასაბერი ნავი და ის ელექტრო მოწყობილობაც, რომლის გამოყენებით, თევზჭერა კანონით აკრძალულია. უკანონო თევზჭერის მორიგი ფაქტი ქვემო ქართლში გამოავლინეს, ნივთებიც ადგილიდან არის ამოღებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზარალი 3 600 ლარს აჭარბებს. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა მტკიცებულებები საგამოძიებო უწყებას უკვე გადაუგზავნა.
ბოლო 10 თვეში, ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკვე 687 შემთხვევა გამოავლინა, აქედან 325 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ზედამხედველობის სამსახურთან აქტიურად თანამშრომლობენ ორგანიზაციები, რომლებიც ბრაკონიერობის წინააღმდეგ იბრძვიან. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის წევრი გიორგი ბოხუაა. მათი საქმიანობის სფერო მოიცავს როგორც საინფორმაციო კამპანიებს, ისე მონიტორინგს და შემეცნებით აქტივობებს.
უკვე ექვსი წელია, ზაქარია გვარამაძისთვის თევზაობა ცხოვრების წესია. თავისუფალ დროს ბუნებაში ატარებს, თევზაობს და როგორც თავად ამბობს, ცდილობს ამ საქმეში ნაცნობებიც აიყოლიოს.
გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ბრაკონიერობის წინააღმდეგ სპეციალურ ტექნოლოგიებს იყენებს. განსაკუთრებული მონიტორინგი კი იმ ადგილებში მიმდინარეობს, სადაც სტატისტიკის მიხედვით, ბრაკონიერობის შემთხვევები ხშირია. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოვლენასთან ერთად, პრიორიტეტია პრევენციაც. მუშაობს ცხელი ხაზიც, სადაც დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
უკანონო თევზჭერა ადმინისტრაციული, ზოგ შემთხვევებში კი სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. დასჯადია ელექტრო იარაღის გამოყენებაც. შედარებით მძიმე ფაქტებზე, დამნაშავეს შესაძლოა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან 2-დან 4 წლამდე პატიმრობა მიესაჯოს.