ცნობილია ვინაობა საზღვარგარეთ მყოფი ორი "კანონიერი ქურდის", რომელთაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ
1778667405
მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა.
World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს „რეკრეაციულ ნარკოტიკებსა და სინჯების ჩანაცვლებასთან დაკავშირებულ ორკესტრირებულ სქემაში“ მონაწილეობის გამო 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.
მარტში, მსოფლიო რაგბისა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ერთობლივი გამოძიების შემდეგ, საქართველო ნაკრების ექვს მოთამაშეს წაუყენეს ბრალი. გამოძიებამ გამოავლინა ხუთი შემთხვევა, როდესაც მოთამაშეებმა, სავარაუდოდ, შეცვალეს შარდის სინჯები გამოვლენის თავიდან ასაცილებლად. WADA-ს განცხადებით, საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს თანამშრომლები ასევე წინასწარ აფრთხილებდნენ მოთამაშეებს მოახლოებული ტესტირებების შესახებ.
ასევე, დისკვალიფიკაცია მიესაჯა საქართველოს ნაკრების ყოფილ ექიმს, ნუცა შამათავას, რომელსაც სპორტულ სფეროში მოღვაწეობა 9 წლით აეკრძალა.
მერაბ შარიქაძე დოპინგ-სკანდალზე გამოტანილ განაჩენზე კომენტარს აკეთებს:
„რა აზრი აქვს მაგის გასაჩივრებას, სამართალი არ არის მანდ და რა აზრი აქვს, რა გავასაჩივრო. ეგეთი სამართალი აქვთ. არანაირი მორალი, მხოლოდ იურიდიული სამართალი და ფურცელზე დაწერილი. ჩემთვის ახლა 6 წელი მექნება თუ 11, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ინტერვიუში ყველაფერი ნათქვამი მაქვს. ეს გადაწყვეტილება გამოსული არის მინიმუმ ერთი წლის, უბრალოდ მე გავასაჩივრე და თავიდან 6 წელი მომისაჯეს და გასაჩივრების მერე 11. გულშემატკივრებს ძალიან დიდ მადლობას გადავცემ ყველაფრისთვის" - აცხადებს შარიქაძე.