საბედისწერო წამები გარდაბანში - რა უძღოდა წინ ავარიას, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა
1778754540
სამართალდამცველების მიერ დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი , 7 პირს კი ბრალი წარედგინა. უწებამ საქმეზე გაავრცელა ფარული აუდიო მასალაც.
@primetime.ge სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 44 პირი დააკავეს
♬ original sound - Prime Time • პრაიმ ტაიმი
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს, კიდევ 7 პირს კი ბრალი წარედგინა - ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფი 2 ე.წ. კანონიერი ქურდი,"- ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"პრაიმ ტაიმისთვის" ცნობილი გახდა ვინაობა საზღვარგარეთ მყოფი ორი "კანონიერი ქურდის", რომელთაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ისინი არიან: ლევან მარღია და ნოდარ შუკაკიძე.