ჩინეთის პრემიერმა ამერიკელ ბიზნესლიდერებს მოუწოდა, გააღრმავონ თავიანთი წარმომადგენლობა ჩინეთში

ლი ციანი

 ჩინეთის პრემიერმა, ლი ციანმა ილონ მასკს, ტიმ კუკს, ჯენსენ ჰუანსა და აშშ-ის სხვა ბიზნესლიდერებს მოუწოდა, გააღრმავონ თავიანთი წარმომადგენლობა ჩინეთში და იქცნენ „ხიდად“ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის.

ლიმ იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული კომპანიები „კიდევ უფრო განამტკიცებენ ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას და კვლავაც შეასრულებენ ხიდის როლს ორ ქვეყანას შორის კომუნიკაციისა და დიალოგისთვის“.

მან ასევე მოუწოდა ბიზნესმენებს, „დაეხმარონ აშშ-ის სხვადასხვა სექტორს, უფრო ობიექტურად და რაციონალურად შეხედონ ჩინეთის განვითარებას და ხელი შეუწყონ ორმხრივ ნდობასა და მეგობრობას“.

„ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების ჯანსაღი განვითარება მოითხოვს, როგორც ჩვენი მთავრობების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას, ისე საზოგადოების ყველა სექტორის ერთობლივ ძალისხმევას ამ პროცესის წინ წასაწევად“, - დასძინა მან.