მელიქიშვილის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების მონაწილე: კი, ვაგინებდი, აქციებზე ხდება ყველაფერი, სიტყვიერი დაპირისპირებაც. აქცია ხან ისეთ ფორმას იღებს, ხან ასეთ ფორმას იღებს

გიორგი ყურულაშვილი

კი, ვაგინებდი, აქციებზე ხდება ყველაფერი, სიტყვიერი დაპირისპირებაც. აქცია ხან ისეთ ფორმას იღებს, ხან ასეთ ფორმას იღებს, - აცხადებს გიორგი ყურულაშვილი, რომელიც ერთ-ერთია აქციის იმ მონაწილეთაგან, რომელიც გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.

ის ამტკიცებს, რომ მან გინება მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიქიშვილის გამზირზე მხარეებს შორის სიტუაცია დაიძაბა. თუმცა უწყვეთ კადრებში ჩანს, რომ ინციდენტის დაწყებამდე აყენებს გიორგი ყურულაშვილი ადგილზე მყოფებს შეურაცხყოფას.

როგორც მან „ქრონიკას“ განუცხადა, აქციაზე შეიძლება ყველაფერი მოხდეს.

„კი, ვაგინებდი, შევაგინე კონკრეტული მიზეზის გამო. მე პასუხისმგებელი ვარ ჩემზე, ჩემს საქციელზე. აქციებზე ხდება ყველაფერი, სიტყვიერი დაპირისპირებაც. აქცია ხან ისეთ ფორმას იღებს, ხან ასეთ ფორმას იღებს“, - განაცხადა გიორგი ყურულაშვილმა.