„მეგობრობის, თავმდაბლობის და თავდადების სიმბოლო იყო მამაო...“ - სქემ-მღვდელმონაზონი იოანე ლიქოკელი გარდაიცვალა

იოანე ლიქოკელი

სქემ-მღვდელმონაზონი იოანე ლიქოკელი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მამათა მონასტერი ავრცელებს.

„ღვთივ მიიცვალა სქემ-მღვდელმონაზონი იოანე ლიქოკელი, წინამძღვარი ამა მონასტრისა.

განუსვენე ღმერთო სულსა მიცვალებულისა მონისა შენისა სქემ-მღვდელმონაზონისა იოანესი ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა.

მეგობრობის, თავმდაბლობის და თავდადების სიმბოლო იყო მამაო“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.