1778915325
16 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
16 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +18, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც წვიმაა, +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმაა. ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +19 იქნება დღისით, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +12 ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში წვიმასთან ერთად ქარიცაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.











