„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს და ხვალ, 16:00 საათიდან სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება. მომღერლის ცხედარი ტაძარში გვიან ღამით გადაასვენეს.
55 წლის მამუკა ონაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მომღერალი და მსახიობი 30 ივლისს ნატახტართან ავარიაში მოჰყვა, რის შემდეგაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ორი დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
მამუკა ონაშვილს 4 აგვისტოს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გამოსვენება ხუთშაბათს, 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან მოხდება.