მამუკა მდინარაძე და გეკა გელაძე ოჯახებთან ერთად ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრნენ

ილია მეორე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, ოჯახებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრნენ.

პატრიარქმა გეკა გელაძისა და მამუკა მდინარაძის ოჯახები დალოცა.

ილია მეორემ შინაგან საქმეთა მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.