მამა საბა გაზდელიანი: ყველამ კარგად იხილეთ, თუ რამდენად მასშტაბური და ორგანიზებული იყო ეს მსვლელობა. გამოჩნდა ხალხის უდიდესი სიყვარული, ერთგულება ეკლესიის, საქართველოს, პატრიარქის მიმართ

საბა

გამოჩნდა ხალხის უდიდესი სიყვარული, ერთგულება ეკლესიის, საქართველოს, პატრიარქის მიმართ და ასევე გამოჩნდა ერთობა, რადგან ყველა დიდი სიყვარულით მიემართებოდა სამების ტაძრისკენ, სადაც ელოდათ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე და მანაც ძალიან დიდი, მამობრივი სიყვარული გამოხატა მრევლის მიმართ, - განაცხადა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა მამა საბა გაზდელიანმა.

მისივე თქმით, მსვლელობა მასშტაბური და კარგად ორგანიზებული იყო.

„ოჯახი არის ღვთივკურთხეული და ოჯახი ეს არის მცირე ეკლესია, სადაც ვიზრდებით, ვსწავლობთ პატივისცემას, სიყვარულს, ერთგულებას, რწმენას და ზოგადად ყველა იმ ღირებულებას, რაც ჩვენი ცხოვრების თანმდევია“, - განაცხადა მამა საბამ.

12 წლის წინ, ილია მეორის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე, საყოველთაო სახალხო ზეიმად იქცა. დედაქალაქსა და რეგიონების ქუჩებში საზოგადოების უპრეცედენტო რაოდენობამ წელსაც მოიყარა თავი. ოჯახის სიმტკიცის დაცვის დღე მრევლმა ჯვრებით, ხატებით, ლოცვითა და გალობით, ტრადიციული ქართული სიმღერით აღნიშნა. კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამამთავრის რანგში ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში პირველი წირვა აღავლინა. შიო მესამემ ქადაგებისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი , რომ ოჯახი სახელმწიფოს ფუნდამენტია. ბოლოს კი ტაძრის ეზოში შესრულდა დოქსოლოგია.