თბილისის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1775143850
ხვალ გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, თუმცა ეს სხდომა არ იქნება პატრიარქის არჩევნები, არამედ მოხდება ორგანიზაციული საკითხების განხილვა, - განაცხადა მამა გიორგი ბერაძემ.
მისივე თქმით, მაქსიმალურად მშვიდად და პოლიტიკური ვნებათაღელვის გარეშე უნდა იყოს მრევლი და მოსახლეობა ამ პროცესებში, ვინაიდან გადაწყვეტილებას ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით მიიღებს წმინდა სინოდი.
„წმინდა სინოდმა კარგად იცის და კარგად შეძლებს განსაზღვროს სულიწმიდის მეოხებით, თუ ვინ უკეთ და ვინ უფრო სიბრძნით, სიყვარულით და შრომით გააგრძელებს ამ გოლგოთას, რაც დაიწყო და აღასრულა ჩვენმა უწმინდესმა ილია მეორემ.
ჩვენ გვახსენდება პატრიარქზე თავდასხმებიც და ძალიან მტკივნეული ფაზა იყო ეს უახლესი ეკლესიის ისტორიაში. მე ვფიქრობ, რომ მოთმინების შესაძლებლობა მეუფე შიოს უკვე გამომუშავებული აქვს ამ მდგომარეობებიდან გამომდინარე და ამ პერიოდში ის პირნათლად ასრულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრის ფუნქციებს. ვინ გახდება საქართველოს პატრიარქი ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მეუფე შიოს მთავარი ამოცანა, რომელსაც უმკლავდება თავის გუნდთან ერთად არის ის, რომ პროცესები იყოს მაქსიმალურად მშვიდი“, - აღნიშნა მამა გიორგი ბერაძემ.