POLITICO: ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი

მერცი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - ხუთშაბათს გამოქვეყნებული ARD DeutschlandTrend-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ეს მაჩვენებელი, რომელიც მარტის დასაწყისიდან ცხრა პუნქტით არის შემცირებული, აჩვენებს, რომ გერმანელების 84 პროცენტი უკმაყოფილოა მერცის კოალიციური მთავრობით.

ინდივიდუალურ დონეზე, მერცის რეიტინგი, რომელიც გასული წლის მაისში გახდა კანცლერი, მხოლოდ ოდნავ უკეთესია.

ამომრჩეველთა მხოლოდ 21 პროცენტი აცხადებს, რომ კმაყოფილია მისი საქმიანობით - ეს მაჩვენებელი ოდნავ აღემატება მისი წინამორბედის, ოლაფ შოლცის რეკორდულად დაბალ, 20-პროცენტიან რეიტინგს.

კეთილგანწყობის სავალალო მაჩვენებლები ასახავს უკმაყოფილებას იმ მთავრობის მიმართ, რომელიც სულ უფრო მეტად ასოცირდება შეცდომებსა და შიდა დაპირისპირებასთან.

მერცის მკაცრმა კურსმა მიგრაციის საკითხში - მათ შორის ამ კვირის ინიციატივამ, რომლის მიხედვითაც სირიელი ლტოლვილების 80 პროცენტამდე ნაწილმა გერმანია უნდა დატოვოს - მისივე კოალიციის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია.

ასევე ფართოდ გააკრიტიკეს მისი მცდელობები, გააფორმოს გარიგებები „თალიბანთან“ მიგრანტების ავღანეთში დეპორტაციის მიზნით და მის მიერ სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება.