1781210306
მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორების დამონტაჟება იგეგმება - რევაზ სოხაძე
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ,,ბიზნესპარტნიორი’’ გზების მოვლა-შენახვასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის მაგისტრალებსა და გზებზე იგეგმება სპეციალური სასწორების დამონტაჟება.
,,ვმუშაობთ, რომ ჩვენს მაგისტრალებზე დავამონტაჟოთ სპეციალური სასწორები, რომლითაც მოხდება მძიმე სატვირთო მანქანების წონის დაფიქსირება. გამომდინარე იქედან რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენი გზებისთვის არის გადატვირთული სატვირთო ავტომობილების მოძრაობა, რაც აზიანებს გზას'’’'-აღნიშნა მინისტრმა.
Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1781185313











