„მა, ჩემი ერთადერთი ოცნება გახდი...“ - ისანში მოკლული კაცის შვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ისნის მკვლელობა

ისანში მოკლული, მიხეილ მაძღარაშვილი შვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: 

„მა ჩემო ყველაზე გულიანო და კეთილო ადამიანო ჩემი ერთადერთი ოცნება გახდი... 

გახდი არა მხოლოდ მოგონება, არამედ ის ნათელი, რაც დღეებს მინათებს და ღამეებს ამშვიდებს.
ახლა, როცა შენ აღარ ხარ.

ყველაზე დიდ ოცნებად მექცა შენთან ერთი სიტყვით ლაპარაკიც კი“, - წერს ანი მაძღარაშვილი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ისანში 40 წლამდე კაცი პარკინგის გამო მოკლეს. 

მოკლული კაცი მიხეილ მაძღარაშვილია, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

მკვლელობაში ბრალდებული ლევან ჩხაიძეა. 

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.