„ხალხური მეთოდები არ არის რეკომენდებული...“ - ზაზა თელიას რეკომენდაცია

ზაზა თელია

გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატოვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა როგორია სწორი გზები მეჭეჭისგან გასათავისუფლებლად

„მეჭეჭებს იწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსი. არსებობს ცხოველის პაპილომაც. ის შეიძლება შეგვხვდეს კანის ნებისმიერ ადგილას, სახე, ხელი, ფეხი, ფეხის გული და ა.შ. ვიცით, რომ ეს არის გადამდები, ბავშვებში ძალიან ხშირია. უშუალო კონტაქტით ხდება გადადება, კანით კანთან კონტაქტით, ან პირსახოცით.

არსებობს რამდენიმე ტიპის: ყველაზე ხშირი მეჭეჭები, ხელის და ფეხის გულების მეჭეჭები, ფრჩხილქვეშა მეჭეჭები, ფრჩხილის გარშემო, ლორწოვანის მეჭეჭები.

თვითმკურნალობა და ხალხური მეთოდებით მკურნალობა არ არის რეკომენდებული. ეს თვითგანკურნებადია, გარკვეული პერიოდის შემდეგ პიკს აღწევს და იმუნური სისტემა მას აქრობს“, - ამბობს ზაზა თელია.