ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1754673696
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს სკოლის დირექტორი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
52 წლის ეკა ფიფიას ავტომობილი საკუთარი ეზოდან გამოჰყავდა, რა დროსაც, დაღმართზე დაუგორდა და ხევში ჩავარდა.
ქალმა თავის არეში ძლიერი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
,,ეს რა გაგვიკეთე ეკა? რატომ გაგვიხეთქე გული? რატომ? რატომ? რატომ? არავინ არ შეგეცოდა დავიჯერო? თუ ეს ბედისწერა იყო? როგორ დაგვაკლდები ყველას... როგორ მოგვენატრები გოგო... ყველას გვარიგებდი, ყველა პატივს სცემდა შენს ნათქვამს, ბიძაშვილ-მამიდაშვილი, როგორც ყველაზე უფროსი... აწი, როგორ ეკა... მიჭირს შენზე ლაპარაკი დაო... ნათელში იყავი... შეხვედრამდე ჩემო უფროსო დაო".
,,ეკაა, ჩემო სტუდენტობის მეგობარო, ჩემო ენერგიულო და მხიარულო, სადაა შენი სიტყვები "ჩამოგიქროლებთოოო?!" გული გაგლიჯე ეკაა, არაა, რაა... საშინელებააა.", - წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.
შემთხვევის ადგილას კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764