„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
ერეკლე მეფის ლევან ბერძენიშვილისგან დასაცავად კახეთში აქცია გაიმართა.
საპროტესტო გამოსვლაზე მსახიობი პაატა გულიაშვილი იმყოფებოდა.
მისი თქმით, ბერძენიშვილმა ენა უნდა დაიმოკლოს.
„ჭკვიანად იყვნენ, სანამ კარგად ვლაპარაკობთ, კახელები და თელაველები განსაკუთრებით. ხსოვნა იყოს იმ დიდი მეფის და დავუდგეთ ყოველთვის გვერდით, რომ ასეთმა ვიგინდარებმა არ გაბედონ და მეორედ ასეთი სიტყვები არ წარმოთქვან, დიდება მეფეს“, - თქვა აქციაზე პაატა გულიაშვილმა.
ცნობისთვის, მწერალმა და პოლიტიკოსმა, ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მე-2 გააკრიტიკა და რუსეთთან მოკავშირეობის გამო მის საქციელს მოღალატეობრივი უწოდა.