გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია

ავარია

გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.  ერთი  დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის კი კლინიკაშია გადაყვანილი.  

როგორც გამოცემა „პრაიმტაიმს" ადგილობრივი უყვება, ავარიის შედეგად დაიღუპნენ ძმები -  ჯალილ და საჰილ მასიმოვები. 

„ავარია ჩემ სახლთან მოხდა. ჩემი მეზობლები იყვნენ. ყველა მათგანი კარგი, მოწესრიგებული ახალგაზრდა იყო. დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ და მაგიტომ მოხდა ასე.  ყველა თითქმის ტოლები - 18 წლისები.  ერთად ვარჯიშობდნენ. ერთი ბოქსს ასწავლიდა ჩემ შვილს.  გარდაცვლილიდან 2 ძმანი იყვნენ",- უყვება „პრაიმტაიმს" ადგილობრივი.

 

@primetime.ge

გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია

♬ original sound - Prime Time • პრაიმ ტაიმი

გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან ოჯახის წევრებიც.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

 

@primetime.ge

უმძიმესი ავარია გარდაბანში - გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

♬ original sound - Prime Time • პრაიმ ტაიმი