„განსაკუთრებით საფრთხილოა ამ ნივთების გაჩუქება, ან ჩუქება“ - ეზოთერიკოსი მოსახლეობას აფრთხილებს

მარიამ ციმინტია

ეზოთერიკოს მარიამ ციმინტიას თქმით, ტანსაცმლის გაჩუქება ან ჩუქება საფრთხილოა.

„ტანსაცმლის გაჩუქება ან ჩუქება საფრთხილოა. მეც ვიმოსები მეორადებში, მაგრამ როდესაც იყიდით მეორადში სამოსს, აუცილებლად უნდა გაასუფთავოთ ნაკურთხ წყალში და მარილში. მით უფრო თუ ნატურალური ბეწვია. სხვისი სამოსი იმ ადამიანის ისტორიას და ენერგეტიკას ატარებს, ამიტომ უნდა გაასუფთავოთ ის. თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ ადამიანში, მისი ნაჩუქარი ნივთი აუცილებლად გაასუფთავეთ.

განსაკუთრებით საფრთხილოა, კაშნეს გაჩუქება, რადგან ის ყელის ჩაკრაზეა მიმაგრებული და შესაძლოა ადამიანს ენერგია წაართვას, ასევე შარვლებს და ქვედაბოლოებსაც ნუ გააჩუქებთ, რადგან შესაძლოა ამით ადამიანის ენერგეტიკა დაამიწონ“,- ამბობს მარიამ ციმინტია „პრაიმტაიმთან“