1757362342
ფეიქრების ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ფეიქრების ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
მისი თქმით, დამწვარია სასაწყობე ფართი. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
„ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა 3000 კვადრატული მეტრის ფართობის სასაწყობე ფართი, სადაც განთავსებული იყო სამშენებლო პროდუქცია. ინფორმაციის შემოსვლისთანავე, შვიდ წუთში გამოცხადდნენ პირველი სამაშველო ჯგუფები. დაშავებული არავინ არის. ამ დროისთვის მობილიზებული იყო 20 სახანძრო სპეციალური ტექნიკა“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ცნობილი არ არის, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო მასალების გაყიდვების ოფისი და სასაწყობე ფართებია განთავსებული. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ მეხანძრე-მაშველები და სპეცტექნიკა.