1692302192
ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას, მშობლიურ სოფელშიც პატივი მიაგეს

საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას, მშობლიურ სოფელშიც პატივი მიაგეს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში გმირის მემორიალი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, პლატონ კალმახელიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკო.
ალავერდის ეპარქიის სასულიერო პირებმა სულისმოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
მემორიალთან იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს მეოცე ტერიტორიული ბრიგადის ჯარისკაცები და ანწუხელიძის თანასოფლელები.
საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროს სერჟანტი, გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სასტიკად აწამეს და მოკლეს.