dailymail: დონალდ ტრამპის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, ბორტზე იმყოფებოდა პირველი ლედიც
1758229389
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 სექტემბერს 01:00-იდან 03:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხათწყარო, მსხალდიდი, ლისი, ორხევი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭილურტი, ახალშენი, მჭადიჯვარი, ებნისი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში მარინაშვილის, სარაჯიშვილის, ჩარგალეთის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში– ნაფეტვრებში, ლისზე, მუხათწყაროს, მსხალდიდის და მიმდებარე სოფლებში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.