1750699583
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს, 10:10 საათიდან 18:10 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ქედის ბოლოს, მიხეილ ჯავახიშვილის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მაღაროსკარი, თვალივი, ჩარგალი, გუდრუხი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში გმირის, მუხრანის, საგურამოს, სანაპიროს და მიმდებარე ქუჩებზე.
„სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.