დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებებია - დეტალურად
1762580006
დომენიკ მანგო საქართველოში ბრუნდება. ინფორმაცია ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ხვალ ღამით ჩამოვფრინდები საქართველოში. ბედნიერი ვარ“, - წერს აქტივისტი.
ცნობისთვის, დომენიკ მანგომ უკრაინაში წასვლის გადაწყვეტილება ომის დაწყებიდან მალევე მიიღო.
„მეგობრებო, მე იქ ვინმეს მოსაკლავად არ მივდივარ, დაშავებულებს უნდა მივეხმარო. ჩემი მიზანი დაშავებულების დახმარებაა. ხალხს მინდა რომ მოვეხმაროთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - დაწერა მაშინ აქტივისტმა.