დღეს დიდგორობა აღინიშნება - საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენიდან 904 წელი გავიდა

დღეს დიდგორობა აღინიშნება

ქვეყანაში სახალხო დღესასწაული დიდგორობა აღინიშნება. დიდგორის ველზე საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ პრემიერი, მთავრობისა და წმინდა სინოდის წევრები.

მანამდე, დიდგორის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი ჩატარდა, რის შემდეგაც, დიდგორის მემორიალამდე მსვლელობა მოეწყო.

ადგილზე მოწყობილია საგამოფენო სივრცეები, ჩატარდება სპორტული შეჯიბრებები, კონცერტები და თეატრალიზებული წარმოდგენები. დააჯილდოებენ სამხედრო მოსამსახურეებს.