დავით სონღულაშვილი: სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურების შესაძლებლობების გაზრდამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სააგენტოს საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებას

დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„დავით სონღულაშვილმა ინფორმაცია მოისმინა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით რეგიონში განხორციელებულ ღონისძიებებსა და არსებულ გამოწვევებზე.

მინისტრმა ყურადღება კონკურენტუნარიანი, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაში სურსათის უვნებლობის, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სტანდარტების არსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურების შესაძლებლობების გაზრდამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სააგენტოს საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებას. რეგიონის მასშტაბით უწყვეტად მიმდინარეობს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი, ცხოველების უფასო ვაქცინაცია და ფიტოსანიტარიული ღონისძიებები მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ. ამასთან, აქტიურად ხორციელდება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სპეციალიზებული მაღაზიების კონტროლი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, პარლამენტის დეპუტატები, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.