5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1775330261
თბილისში, ვარკეთილში ორი ახალგაზრდა, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გარდაცვლილები არიან შაკო ბუტიკაშვილი და ელენე გადელია. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი ბინაში გათიშულები იპოვეს.
როგორც გარდაცვლილი მამაკაცის ახლობელი ჰყვება, შაკომ და ელენემ შარშან იქორწინეს და ამის შემდეგ გადავიდნენ ვარკეთილში საცხოვრებლად. ახალგაზრდა მამაკაცი სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა და სოციალურ ქსელშიც აქტიურობდა, სადაც თავის ნამუშევრებს დებდა.
თავდაპირველად გავრცელდა ვერსია, რომ წყვილის გარდაცვალების მიზეზი გაზით მოწამვლა იყო, თუმცა მოგვიანებით, „თბილისი ენერჯიმ“ ეს ვერსია არ დაადასტურა.
„ორი ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიზეზი გაზის გაჟონვაა, სიმართლეს არ შეესაბამება.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მსგავსი შემთხვევების დროს დაუზუსტებელი ვერსიების გავრცელება არასწორია.
თბილისი ენერჯის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად ცეოს (ნამწვის), ან გაზის გაჟონვის კვალი არ ფიქსირდება, შესაბამისად აღნიშნული შემთხვევა გაზთან კავშირში არ არის“,- ნათქვამია გავრვცელებულ ინფორმაციაში.