ლოცვა, რომელიც მრევლმა 4 აპრილის საღამოდან 6 აპრილის დილის ჩათვლით უნდა წაიკითხოს
1775328173
დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ბრალი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში ედება. საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართა. სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული პირი, სხვა ქვეყნის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით ცდილობდა დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თემაზე დამატებითი დეტალები გაავრცელა გამოცემა "რეზონანსმა".
"ჯაშუშებზე ნადირობა" თუ დაკავება "ყალბი დოკუმენტის გამო" - რა იკითხება რეალურად სუს-ის მიერ გავრცელებული ტექსტის მიღმა - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია მედიასაშუალებამ.
გამოცემის ცნობით, სუს-მა რეალურად, ერთ-ერთი, ანგარიშგასაწევი ქვეყნის ჯაშუში დააკავა, რომელთანაც საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვს. სწორედ ამ ურთიერთობის გათვალისწინებით, უწყებამ დაკავებული ჯაშუშის ბრალდება დელიკატურად შეარჩია და მესიჯი გაუგზავნა მის პატრონებს, რომ სიტუაციას მართავს და საქართველოში აგენტურის მუშაობას აუცილებლად გააკონტროლებს.