ბათუმში ძლიერი წვიმაა - რა ხდება ქუჩებში

ბათუმი

ბათუმში ძლიერი წვიმაა. ძლიერი წვიმის შედეგად ხელვაჩაურში, ახალსოფელში საავტომობილო გზაზე ნიაღვარი მიედინება.

კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, წყლის დიდი მოცულობის ნაკადს სანიაღვრე ქსელი ვერ ატარებს.