რა თანხას გამოიმუშავებს ილია თოფურია ისტორიულ ტურნირზე

ილია თოფურია

ილია თოფურიას მომავალი ბრძოლა სპორტული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა. მიუხედავად იმისა, რომ UFC-ს ოფიციალური ფინანსური დეტალები ჯერ არ გაუმხელია, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ქართველ ჩემპიონს რეკორდული ანაზღაურება ელის.

არსებული შეფასებებით, თოფურიას შემოსავალმა შესაძლოა, რამდენიმე მილიონ დოლარს გადააჭარბოს. თანხა დამოკიდებული იქნება როგორც საბაზისო ჰონორარზე, ასევე ბონუსებსა და ტრანსლაციების გაყიდვებიდან მიღებულ წილზე.

The Sporting News-ის ინფორმაციით, ქართველი სპორტსმენის ჯამური შემოსავალი საბაზისო თანხის, PPV-ის წილების, სპონსორებიდან მიღებული შემოსავლებისა და ბონუსების გათვალისწინებით, ამ დროისთვის უკვე 2.5-დან 3.5 მილიონ დოლარამდე მერყეობს.

გავლენიანი სპორტული გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიება, რომელიც თეთრი სახლის ტერიტორიაზე გაიმართება, შესაძლოა, მებრძოლებისთვის ჩვეულებრივზე უფრო მაღალი შემოსავლის მიღების შესაძლებლობაც გახდეს.

სპორტული ანალიტიკოსების აზრით, ტურნირის მასშტაბისა და მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ილია კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე სოლიდურ ფინანსურ სარგებელს მიიღებს. ზუსტი ციფრები კი ღონისძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, ბრძოლა 15 ივნისს, საქართველოს დროით 04:00 საათიდან გაიმართება.