1746733863
ბათუმის აეროპორტში, თვითმფრინავი ძლიერი ქარის გამო, ვერ ჯდება

ამ წუთებში ძლიერი ქარის გამო სტამბოლი–ბათუმის ავიარეისს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომა არ შეუძლია.
თვითმფრინავი ამ დროისთვის ბათუმის თავზე მანევრირებს და ეძებს უსაფრთხო დაჯდომის შესაძლებლობას.
ბათუმში ამ დროისთვის ძლიერი ქარია, რაც თვითმფრინავის დაშვებას ართულებს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.