ბანკი "ქართუ" "TV პირველს" სასამართლოში უჩივის

ბანკი "ქართუ"

ბანკი "ქართუ" ,"TV პირველს" სასამართლოში უჩივის. დღეს ბანკში პირველი განმარტება გაკეთდა. "ქართუში" აცხადებენ, რომ მიზეზი დეზინფორმაციის გავრცელებაა.

"ქართუში" განმარტავენ, რომ სვიფტთან დაკავშირებით ნებისმიერ დეზინფორმაციულ საკითხზე, ბანკი ვალდებულია სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. ტელეკომპანია კი ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ საჩივარი ბანკის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებად მოხსენიების გამო დაიწერა, რაც, მათი თქმით, ტყუილია.

"ბანკი არის ფონდი "ქართუს" მფლობელობაში და ბანკიდან მიღებული მოგება ემსახურება ფონდის პროექტების განხორციელებას - ეს თანხა საქველმოქმედო მიზნებისთვის იხარჯება, სხვა პირებზე ბანკის მოგების განაწილება კანონით აკრძალულია", - აცხადებს "ქართუ ბანკის" იურისტი ნიკოლოზ გულუა.