როგორი ამინდი იქნება 26 მაისს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
1748200796
ანკარაში „ტყუპებად“ წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების „TOBB“ შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ანკარაში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ანკარის ერთ-ერთი სიმბოლო „ტყუპებად“ წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების „TOBB“ შენობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.