აღნიშნული ტრავმული დაზიანება, საბედნიეროდ, ოპერაციულ მკურნალობას არ საჭიროებს - "გლობალ მედის" გენდირექტორი ნგრევისას დაშავებულ პაციენტზე

სოფო ბაბუციძე

სადგურის მოედანზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება - ადგილზე სამართალდამცველები და შესაბამისი სამსახურები მუშაობას განაგრძობენ. ავარიული კორპუსის ფასადის ნგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მეორე ცხედარი მაშველებმა გვიან ღამით ნანგრევებში იპოვეს. კლინიკაში რჩება დაშავებული მოქალაქე. ნგრევა გუშინ მოხდა. სავარაუდოდ, ჩამოიშალა სახურავისა და ფასადის ნაწილი.

როგორც კლინიკის გენდირექტორი ამბობს, პაციენტს კლინიკაში შემოყვანის დროს აღენიშნებოდა.

"პაციენტს აღენიშნებოდა ქალა-სარქვლის მოტეხილობა, თხემის ძვლის იმპრესიული მოტეხილობა. მისი მდგომარეობა შემოსვლისას იყო სტაბილური. იყო კონტაქტური, ადეკვატური, თუმცა საყურადღებო. გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში, უგრძელდება შესაბამისი მკურნალობა, ინტენსიური მეთვალყურეობა და მოვლა. აღნიშნული ტრავმული დაზიანება, საბედნიეროდ, ოპერაციულ მკურნალობას არ საჭიროებს“, - აცხადებს "გლობალ მედის" საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი სოფო ბაბუციძე.