აღმოსავლეთის ასურული ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-ს მისალოცი წერილი გამოუგზავნა

ჯი

აღმოსავლეთის ასურული ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა, მარ ავა III-მ, საქართველოს სრულიად საქართველოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს მისალოცი წერილი გამოუგზავნა.

ერბილის საპატრიარქოს წერილში მარ ავა III შიო III-ს სრულიად საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მხარდაჭერას უდასტურებს.

"დიდი სიხარულით მინდა მოგილოცოთ აღმოსავლეთის ასურული ეკლესიის წმინდა სინოდის, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით. გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ თქვენს არჩევას სრულიად საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად.

თქვენი უწმინდესობა მემკვიდრეა სამგზის ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ისა, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში წინამძღვრობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მისი ღვაწლი და სულიერი მემკვიდრეობა თანამედროვე ისტორიაში ქართველი ერის მტკიცე ბურჯად დარჩება. რადგან ჩვენმა უფალმა და მაცხოვარმა, იესო ქრისტემ, სწორედ თქვენ მოგიწოდათ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი მრევლის დამწყემსვა, ეჭვგარეშეა, რომ თქვენს მსახურებას თან სდევს თქვენი ნეტარხსენებული წინამორბედის და თქვენი ღირსეული სამღვდელოებისა თუ მრევლის ლოცვა მთელ მსოფლიოში.

ჩვენი მხრივ, გპირდებით ძმურ მხარდაჭერასა და ლოცვას ამ საპასუხისმგებლო გზაზე. ვულოცავთ საქართველოს მართლმადიდებელ მრევლს ახალი მწყემსმთავრის არჩევას.

გისურვებთ წარმატებას ამ უმნიშვნელოვანეს მისიაში, რომელსაც 21-ე საუკუნეში იწყებთ.

დაე, უფალმა იესო ქრისტემ დაგლოცოთ, მოგცეთ ძალა თქვენი ხალხის სწორად მართვისა და სულიერი წინამძღოლობისთვის. უფლის მადლი და მშვიდობა გფარავდეთ ყოველთვის. ამინ.

აღმოსავლეთის ასურული ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი", - წერია ერბილის საპატრიარქოს წერილში.