აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებით ოთხი ავიარეისი დაინიშნა

მესტია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებით ოთხი ავიარეისი დანიშნა.

„დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 9 -14 აპრილის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:

9 აპრილი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა -16:00 საათზე, მესტია-ნახატხარი გაფრენა – 17:20 საათზე.

14 აპრილი: ნატახტარი – მესტია,  გაფრენა – 16:00 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 17:20 საათზე.

შეგახსენებთ, ერთი გზის ბილეთის ღირებულება ნატახტარი-მესტიის მიმართულებით 90 ლარს შეადგენს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.