„ადამიანებისათვის ცუდი არ გამიკეთებია. ერთადერთი, ჩემს თავს დავუშავე. ახლა ვხვდები, როგორ სტკიოდათ ჩემს მშობლებს“ - იუმორისტი თემო მჟავია ცხოვრების რთულ ეტაპზე

თემო მჟავია

იუმორისტი თემო მჟავია გადაცემაში"ირინას ეპიზოდი" მთავარი გამოწვევების, გადატანილი სირთულეებისა და 2012 წელს მომხდარი ავარიის შესახებ საუბრობს, რამაც, როგორც თავად აღნიშნავს, მისი ცხოვრების სტილი რადიკალურად შეცვალა:

„დღევანდელი გადმოსახედიდან, შეიძლება, ითქვას, რომ დავიკარგე. დავკარგე შინაგანი სამყარო. რაღაც პერიოდი, შეიძლება, ითქვას, რომ ოჯახის წევრებიც დაკარგული მყავდა იმიტომ, რომ ცალკე გადავედი საცხოვრებლად. ამ დროს უკვე იყო კლუბები, თავიდან ცოტა ალკოჰოლით დაიწყო, მერე მარიხუანა შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და იმ დოზით შემოვიდა, რომ ძალიან ბევრი წელი დარჩა...

ბევრი რაღაც გავაფუჭე. დავუშავე როგორც სხეულს, ისევე სულს. ადამიანებისათვის ცუდი არ გამიკეთებია. ერთადერთი, ჩემს თავს დავუშავე. ახლა ვხვდები, ჩემს თავს რომ ვუშავებდი, როგორ სტკიოდათ ჩემს მშობლებს. მერე იყო ავარია. ღმერთის შვილი ხარ და ის, როგორც მშობელი, ისე გაფრთხილებს. ეს ავარია გამომიგზავნა, სადაც ჩემი დამსხვრევა მოხდა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.